Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ სეზონის საუკეთესო იუვენტუსი…“

მაქს ალეგრიმ ტურინული დერბის შემდეგ, რომელიც იუვენტუსის გამარჯვებით 0 – 1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„პირველ ნახევარში ოდნავ ინერტულები ვიყავით, განსაკუთრებით ეს მარჯვენა ფლანგს ეხება, ჩვენ ბურთს ზედმეტად მარტივად ვკარგავდით.

„გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ტორომ ინტენსიობა დაკარგა და ჩვენ მოედანზე გადაადგილება უკეთ დავიწყეთ, რამაც შედეგი გამოიღო და არაერთი მომენტი შევქმენით.

„ლოკატელი ? ის გუნდს შესანიშნავად მოერგო, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი არ არის და ლოკას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის უკვე ნელ-ნელა ხვდება, თუ რას ვითხოვ მისგან. მას პასების მხრივ პრობლემა არ აქვს, თუმცა პოზიციის შერჩევაზე მეტი უნდა იმუშაოს.

„სიმართლე რომ გითხრათ, დღეს 3 ქულა რომ არ მოგვეპოვებინა იმედგაცრუებული ვიქნებოდი, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს იუვენტუსმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

„კინი ? მან რამდენიმე ეპიზოდში ბურთი ცუდ მომენტში დაკარგა, თუმცა სხვა პრეტენზია მის მიმართ არ მაქვს. კინი სივრცეების გამოყენებაში ძალიან ძლიერია, მაგრამ მან პირველ შეხებაზე უნდა იმუშაოს.

„დე ლიხტი ? ის დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ მატაისი ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და ის ჩვენთან სრულიად განსხვავებული სტილის ქვეყნიდან მოვიდა. მას სიტუაციების წაკითხვის მხრივ მუშაობა სჭირდება, თუმცა ის სწრაფად პროგრესირებს და ძალიან მალე საუკეთესო გახდება.

„იმავეს თქმა შეიძლება კულუშევსკიზე, მას წარმოუდგენელი ტალანტი აქვს, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდაა და თავისი პოტენციალის გამოყენებისთვის ბევრი მუშაობა მოუწევს.

„ბონუჩი ? მას მოედანზე შესვლა უნდოდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, რადგან ეს მსაჯს კდიევ 30-40 წამის დამატების საშუალებას მისცემდა. ლეონარდო ძალიან შეიცვალა, ის ახლა უფრო დაღვინებული და მშვიდია, მან იცის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვს იუვეს მიმართ. ერთის მხრივ კარგია, რომ ის იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ასაკის ნიშნებია!“