Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ფეხბურთში მთავარი სტრატეგიაა…“

მაქს ალეგრიმ ოლიმპიკოზე ლაციოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ბონუჩის 11-მეტრიანები ? მე მშვიდად ვიყავი, რადგან ბონუჩი ამ ასპექტში ძალიან ძლიერია. დღეს გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ჩვენ კონცენტრირებულები ვიყავით და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბევრი მათგანის გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ჩვენ მოედნის ბოლო მესამედში უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ და შანსები უკეთ გამოვიყენოთ.

„რატომ ვიყავი კულუშევსკის დრიბლინგზე გაბრაზებული ? მას დრო უნდა გაეყვანა, ამის ნაცვლად კი დრიბლინგი დაიწყო. ეს ყველაფერი კარგია, მარამ რამდენიმე წამში ბურთი მეტოქეს ჰქონდა და ჩვენს კართან მომენტი შექმნა, ამიტომ ასეთ დროს ჯობია თამაში დააწყნარო. ეს განვითარებისთვის გასავლელი გზაა და გამოცდილებასთან ერთად ის ამ მომენტებს უკეთ დაიკითხავს.

„გვაკლია თუ არა გამტანი ? დღეს ჩვენ ძალიან ბევრი კარში დარტყმა გვქონდა, მეტოქეს კი მომენტის შექმნის საშუალება ფაქტობრივად არ მივეცით. იუვენტუსმა 3 ქულა მოიპოვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვიცით, რომ სარის გუნდები დრიბლინგში ყოველთვის ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ დღეს ჩვენ მათ ამის შანსი არ მივეცით.

„სანახაობრივი თამაშის ნაკლებობა ? მე დღეს ჩემი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა. ფეხბურთში მთავარი სტრატეგიაა, ზოგჯერ შენ ბურთს დაჭერა გჭირდება, ზოგჯერ კონტრ-შეტევებზე თამაში, ყოველთვის ერთ თამაშს ვერ აჩვენებ. იუვენტუსი აშკარად უმატებს, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახება, სხვა ყველაფერი მხოლოდ ვიღაცის აზრია.

„ნახევარდაცვის ხაზი ? დღეს რაბიომ, ლოკატელიმ და მაკკენიმ კარგად იმუშავეს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რაბიოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის ძრავასავით არის, რომელიც თუ დაიქოქა, აღარ ჩერდება. მას კიდევ 90 წუთის თამასი შეეძლო. ადრიენმა მილინკოვიჩ-სავიჩის შეზღუდვა შესანიშნავად მოახერხა, რაშიც დე ლიხტის დიდებულად დაეხმარა.

„კულუშევსკი ? მან კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ის საჯარიმოში უფრო მწვავე უნდა იყოს. მას კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა ნაჩქარები გადაწყვეტილებების გამო მათი გამოყენება ვერ მოახერხა.“