Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ შეცდომებზე აუცილებლად ვისწავლით“

უდინეზესთან დაკარგული ქულების შემდეგ, იუვენტუსი ამჯერად ემპოლისთან საკუთარ არენაზე დამარცხდა და 2 ტურის შემდეგ 1 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილს იკავებს.

მატჩის შემდეგ კომენტარი მაქს ალეგრიმ გააკეთა.

„ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და მეტოქეებს პირველივე შექმნილი მომენტიდან მაქსიმუმის გაკეთების საშუალება მივეცით, რამაც თამაში რადიკალურად შეცვალა.

„ემპოლის გოლის შემდეგ, გუნდმა სიმშვიდე დაკარგა და მოთმინება აღარ ეტყობოდა, რაც მეტოქის წისქვილზე ასხამდა წყალს. ასეთ დროს მეტი სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გუნდური თამაში გავაგრძელოთ.

„რა თქმა უნდა, 2 მატჩის შემდეგ 1 ქულის ქონა იუვენტუსისთვის კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ჯერ ძალიან ბევრი დრო გვაქვს და მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ.“

იუვენტუსის 79 შეტევიდან 26 ჩაწოდებით დასრულდა, ხომ არ არის ეს ზედმეტი ?

„არა, რადგან ჩვენი მეტოქე მოედნის გარეთ ბევრ სივრცეს ტოვებდა და ჩვენ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. ერთადერთი, რაზეც მე გული მწყდება არის ის, რომ ჩვენ ზედმეტად ვჩქარობდით და ხშირად ცუდ გადაწყვეტილებას ვიღებდით.

„ყველა მატჩს მარტივად ვერ მოვიგებთ, ჩვენ სირთულეებს აუცილებლად წავაწყდებით და ასეთ დროს მეტი სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ და იდენტობა არ დავკარგოთ…“