Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენი მიზანი ამ სეზონში ოთხეულში შესვლაა“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო რომასთან მატჩს ვერ დაესწრება (იხილეთ აქ), პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ კიდევ ერთი რთული დაპირისპირება გველოდება, რადგან რომას შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. მილანთან მარცხის შემდეგ, რომა მოედანზე ორმაგად მოტივირებული გამოვა და დარწმუნებული ვარ, რომ მოურინიო გუნდს ამ მატჩისთვის კარგად მოამზადებს, რისთვისაც ჩვენც მზად უნდა ვიყოთ.

„დისკვალიფიკაცია ? ეს უკვე მოხდა და ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს.

„იქნება თუ არა დიბალა სასტარტოში ? მე სასრატო შემადენლობას დღეს გადავწყვეტ.

„კიეზა ? მას საკმაოდ ბევრი გაუცდა, თუმცა თუ ფედემ ძალების აღდგენა მოახერხა და მზად არის, ის მოედანზე იქნება.

„ხვალ ალექს სანდრო ვერ დაგვეხმარება. კიელინი, კაიო და პელეგრინი დაგვიბრუდნენ, თუმცა რა თქმა უნდა ისინი ოპტიმალურ კონდიციებში არ არიან. წინ ძალიან დატვირთული პერიოდი გვაქვს, ამიტომ თითოეულ ფეხბურთელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ნაპოლისთან მატჩი ? ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვება და მათთან სხვაობის შემცირება გვსურდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ეს რთული შეხვედრა გამოდგა. ჩვენ ნაპოლის წინააღმდეგ როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები გვქონდა, თუმცა ეს უკვე განვლილი ეპიზოდია და ახლა ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

„ტრავმირებულები ? საბედნიეროდ დანილო მომდევნო კვირიდან დაგვიბრუნდება, კიელინიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, დიბალა და კიეზა კი თავს კარგად გრძნობენ. იმედია ტრავმას აღარავინ მიიღებს და უახლოეს დღეებში ჩვენ სრული შემადგენლობა გვეყოლება.

„მსგავსება ჩემსა და მოურინიოს შორის ? მე იუვენტუსში დავბრუნდი და თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გარდამავალი წელი იქნებოდა და ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მომდევნო სეზონიდან სკუდეტოსთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ. დაახლოებით იმავე პროცესშია რომაც, ჟოზე გუნდში ახლახანს მივიდა და მასაც დრო სჭირდება, თუმცა გუნდს განვითარება აშკარად ეტყობა.

„არტური ? ის თავს კარგად გრძნობს. არტური არის ფეხბურთელი, რომელსაც შესაძლოა 90 წუთის თამაში არ შეუძლია, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

„გადაუჭრელი პრობლემები ? ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი არ გვაქვს. გუნდი ბევრს მუშაობს და განვითარებას აგრძელებს. ჩვენი მიზანი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურია და ამ მიზნის მისაღწევად უკეთესად თამაში მოგვიწევს, სკუდეტოს ფავორიტი კი როგორც უკვე ვთქვი ინტერია და რთულად წარმოსადგენია, მათ ტიტული ხელიდან გაუშვან.

„კუადრადო ? ის ხვალ ითამაშებს, პელეგრინის 90 წუთი მოედანზე ყოფნა ჯერჯერობით არ შეუძლია.“