Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენი მიზანი არა ჯგუფიდან გასვლა, არამედ ჩემპიონობაა…“

ჩელსისთან მატჩის წინ, იუვეს თავკაცმა მაქს ალეგრიმ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შეხვედრა ხვალ ტურინში, 23:00 საათზე დაიწყება.

„ვინ შეცვლის დიბალას და მორატას ? ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, გუნდს რაბიო დაუბრუნდა და რემსი გამოაკლდა, ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.

„ჩვენ წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდება. ტუხელმა შესანიშნავად იმუშავა, მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათოა, თავის ნახევარზე კი მეტოქეს სივრცეებს ფაქტობრივად არ უტოვებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

„გამოვიყენებთ თუ არა 3-მცველიან სქემას ? ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს. ასევე არ ვიცი, თუ რამდენი ფეხბურთელი იქნება შეტევის ხაზში, რადგან ტრავმიანობის ფონზე ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია.

„ბერნარდესკი ? ბერნარდესკის არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელცი ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ყველაფერი ფეხბურთელის გონებაში იწყება და თუ მენტალურად მზად არ ხარ, შენ შენს პოტენციალს ვერასოდეს გამოიყენებ.

„რაბიო ? ის თავს კარგად გრძნობს და სათამაშოთ მზად არის. რაბიოსთან მიმართებაში იგივეს თქმა შემიძლია, რაც ბერნარდესკიზე ვთქვი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და მე რომ ადრიენის ადგილზე ვიყო, ძალიან გაბრაზებული ვიქნებოდი. მისი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე სეზონში რამდენიმე მატჩს არ უნდა ატარებდეს, მას გაცილებით მეტი შეუძლია, თუმცა ამისთვის საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს.

„სასტარტო შემადგენლობა ? როგორც უკვე გითხარით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მაგრამ გეტყვი, რომ შესნი, ლოკატელი, ალექს სანდრო და დანილო სასტარტოში იქნებიან.

„ჩელსი არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ნებისმიერი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ჩვენ მოედანზე მოტივირებულები უნდა გავიდეთ, ასეთი რანგის თამაშით სიამოვნება მივიღოთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ.

„არტური ? მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. სანაკრებო პაუზის დროს, ჩვენ 2 ამხანაგური მატჩი გვექნება, რომ ასეთ ფეხბურთელებს საჭირო წუთები მივცეთ და ფორმის დაბრუნებაში დავეხმაროთ.

„კიეზა ? მე მისგან ვითხოვ იმას, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა, ეს შესანიშნავი იყო. იუვენტუსში გადმოსვლა და პირველივე წელს ასეთი წარმატებული სეზონის ჩატარება მარტივი არ არის, მაგრამ ახლა ჩვენ მისგან უფრო მეტს ველოდებით და ფედერიკო ამ ზეწოლას უნდა შეეჩვიოს.

„ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ? ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა არ არის, ჩვენ იუვენტუსი ვართ და თითოეული ჩვენგანი ნებისმიერი ტურნირის მოგებას უნდა ფიქრობდეს, ეს გუნდის მენტალიტეტია, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში შენი თავის რწმენა უნდა გქონდეს.

„სხვაობა სერია ა-სა და პრემიერ ლიგას შორის ? სერია ა სხვა ჩემპიონატებზე არც უკეთესი და არც უარესი არ არის, თითოეული ჩემპიონატი განსხვავებულია და ფეხბურთის ხიბლიც სწორედ ეს არის.

„პრემიერ ლიგაში ქომაგები სტადიონზე მიდიან, რომ თავის საყვარელ გუნდს უქომაგონ, სერია ა-ში კი ქომაგები სტადიონზე მეტოქე გუნდის საწინააღმდეგოდ მიდიან, ეს განსხვავებული კულტურაა, რასაც ვერაფერი შეცვლის და ეს საჭირო არც არის.

„ჩვენ არ ვართ ლა ლიგა, ლიგა 1 ან პრემიერ ლიგა და არც გვსურს, რომ რომელიმე სხვა ჩემპიონატის მსგავსები ვიყოთ. ხალხს დღეისათვის მხოლოდ შეტევაში კარგი თამაში აინტერესებთ და დაცვის მასტერკლასს ყურადღებას აღარ აქცევენ.“