Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენი მიზანი სკუდეტო არ არის…“

მაქს ალეგრიმ ატალანტასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი მატჩი ჩვენი შესრულებით ლაციოსთან, ფიორენტინასთან და მილანთან შეხვედრებს ძალიან ჰგავდა.

„ჩვენ ატალანტას კართან ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ, ატალანტას კი კარში მხოლოდ ერთ დარტყმა ჰქონდა, რომელიც ჩვენს შეცდომას მოჰყვა და ისიც გოლით დასრულდა.

„გუნდში გარკვეული მღელვარება არსებობს, ფეხბურთელები მომენტებში ზედმეტა ჩქარობენ და მომენტებს ვერ იყენებენ, ამიტომ ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, თამაშების მოგება ვცადოთ და თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ.

„იუვეს შემადგენლობა ? ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ხალხი სეზონის სტარტზე ამბობდა, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს და აუცილებლად სკუდეტოსთვის უნდა ვიბრძოლოთ, რაც ვფიქრობ, რომ ასე არ არის.

„ჩვენი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულებაა. მე დღეს იუვენტუსისგან მებრძოლი სული დავიანხე და ბიჭების მიმართ სასაყვედურო არაფერი ამქვს, იმ ადამიანებს კი, რომლებიც ფულს ლაპარაკით შოულობენ, თავისი საქმის გაკეთების საშუალებას მივცემ.

„მოედანზე ნაჩვენები თამაშის მხრივ იუვენტუსმა ცუდი მატჩები მხოლოდ ვერონასთან, სასუოლოსთან და ემპოლისთან ჩაატარეს. როდესაც ჩვენ სიტუაციას რეალურად შევაფასებთ, ჩვენ უფრო მშვიდად მუშაობას შევძლებთ.

„ჩვენ იუვენტუსი ვართ და ხალხი უკვე შეეჩვია, რომ ეს ავტომატურად სკუდეტოს ფავორიტად გვაქცევს, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მხრებიდან ყველანაირი ტვირთი მოვიხსნათ და გოლების გატანა დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ მომენტების გამოყენება სწორედ სიმშვიდის ნაკლებობის გამო გვიჭირს.“