Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ ამ ქარიშხალიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ“

მაქს ალეგრიმ სალერნიტანასთან მატჩის წინ კომენტარი პრეს-კონფერენცია გამართა.

„სალერნიტანასთან მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან ყველაფერთან ერთად მათ ძალიან თბილი ქომაგები ჰყავთ, რომლებიც გუნდს მაქსიმალურად უჭერებ მხარს. ჩვენ მატჩს იმაზე დიდი მოტივაციით უნდა მივუდგეთ, ვიდრე ეს ვერონაში გავაკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს გავირთულებთ. ჩვენ მეტი გვმართებს რადგან ეს საკმარისი არ არის.

„მჭირდება თუ არა ტაქტიკის შეცვლა ? მე ახალი არაფერი გამომიგონებია, მე უბრალოდ სიტუაციის მიხედვით ვმოქმედებდი. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად კონცენტრაცია და სერიოზულობა გვჭირდება. საბედნიეროდ ეს ჯერ მხოლოდ სეზონის პირველი ნახევარია და ჩვენ კვლავ შეგვიძლია, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენ ქარიშხალის დატოვების გზები უნდა ვეძებოთ და მას არ უნდა ვებრძოლოთ.

„დე შილიო ? სამწუხაროდ ის ამ მატჩისთვის მზად არ არის და დიდი ალბათობით ის ჯენოასთან დაგვიბრუნდება.

„ჩვენი პრობლემა ? ჩვენ იმასთან შედარებით, თუ რამდენი მომენტი შევქმენით, ძალიან ცოტა გოლი გაგვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს გოლის გატანა არ დავიწყებით და ეს სიტუაციაც ძალიან მალე გამოსწორდება, რაც საქმეს გაგვიადვილებს.

„მორატა ? მინდა ვთქვა, რომ ალვარო მორატას, რომელსაც წარმოუდგენელი კრიტიკა შეხვდა, ატალანტასთან ძალიან კარგი მატჩში ჰქონდა და ის მეოდანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მე ვწუხვარ, რადგან მისი კრიტიკა დაუმსახურებელი იყო.

„შეუძლიათ თუ არა დიბალას და კულუშევსკის ერთად თამაში ? დიახ, უბრალოდ მიეცით მათ მაისურები.

„მაკკენი ? მას მცირე დაზიანება აქვს და გარისკვას არ ვაპირებთ. კიეზა ახალ წლამდე ვერ დაგვეხმარება, ბენტანკური კი უკეთ არის.

„ჩვენ ამ რთული სიტუაციიდან აუცილებლად გამოვალთ, თუმცა ამას გარკვეული დრო და მოთმინება დასჭირდება.

„კაიო ჟორჟე ? ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გამოცდილება უნდა მიიღოს. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საკმაოდ გვყავს და მათგან დახმარების ხელს ველოდებით.

„სულე ? ის არის ჩვენთან ერთად, რადგან კიეზას ტრავმა აქვს. ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და აჯობებს, რომ მას მშვიდად მუშაობის საშუალებას მივცემთ.

„ვფიქრობთ თუ არა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ ? იუვენტუსში გარდამავალი პერიოდი არ არსებობს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ცხრილში მე-6 ადგილზე ვართ, ეს კი იუვენტუსისთვის მიუღებელია და მისი გამოსწორება გვმართებს.“