Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ იუვენტუსმა ბევრი მოგვცა და სამაგიერო იგივეთ უნდა გადავუხადოთ“

მაქს ალეგრიმ სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ დღეს ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. სალერნოში თამაში მარტივი არასოდეს არ არის, მაგრამ ჩვენ დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ.

„მეორე ტაიმში ჩვენ გარკვეულ რისკებზე წავედით, რომელიც საჭირო არ იყო, მაგრამ საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ 2 მარცხის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ, მაგრამ იუვენტუსში თითოეული ჩვენგანი ასეთი სიტუაციისთვის მზად უნდა იყოს, რადგან აქ მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს.

„იუვენტუსმა ჩვენ ძალიან ბევრი მოგვცა და ახლა ჩვენ, გუნდის თითოეულმა წევრმა გუნდს მადლობა ჩვენი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა გადავუხადოთ.

„დღეს გუნდი ბურთს კარგად აკონტროლებდა, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როდის უნდა ავჩქარდეთ და როდის ვითამაშოთ ბურთის შენარჩუნებაზე. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც დიდ ზეწოლას განიცდის, თუმცა დღეს დავამტკიცეთ, რომ ასეთ პირობებში კარგად თამაში შეგვიძლია.

„ჩვენ გუნდში ნიჭი საკამრისზე მეტი გვაქვს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მის გამოყენებას ფეხბურთელი მხოლოდ ბევრი შრომით, სტაბილურად თამაშით, შეცდომების დაშვებით და მათზე სწავლიდ მოახერხებს. კულუშევსკი მხოლოდ 21 წლის არის, ის არ ჰგავს სხვებს, რომლებსაც იუვეს მაისურით 300 მატჩი დაუგროვდათ, ამიტომ შედარებით გამოცდილებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ, კარგი შედეგები კი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ განვითარება კიდევ უფრო ავაჩქაროთ.

„დამხვდა თუ არა განსხვავებული გუნდი ? არა, არაფერი შეცვლილა, გუნდის ხელმძღვანელობა კვლავ ჩვენს გვერდით დგას, პრეზიდენტმა და ჯონ ელკანმა ჩვენ უკვე დაგვამშვიდეს, რომ მოედანს მიღმა მიმდინარე პროცესები არ შეგვეხება და ჩვენ კონცენტრაცია მხოლოდ მატჩებზე უნდა გავაკეთოთ. როდესაც დავბრუნდი პრეზიდენტმა მთხოვა, რომ ჩამებარებინა გუნდი, რომელსაც უფრო ნაკლები გამოცდილება ჰქონდა იმასთან შედარებით, რომელიც მე დავტოვე. მართალია ყველაფერი ისე არ დაიწყო, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ საგრძნობლად მოუმატოს. მე ფეხბურთელების გაცნობაზე ჯერ კიდევ ვმუშაობ და იმავეს თქმა მათ ჩემზე შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პროგრესს გავაგრძელებთ და ეს ჩვენს შედეგებზეც აისახება.

„გვაკლია თუ არა მაროტას მსგავსი ადამიანი ? იუვენტუსში ადამიანები იცვლებიან, თუმცა გუნდის DNA უცვლელი რჩება და ეს ყოველთვის ასე იქნება. ყოველ წელს გამარჯვება უბრალოდ შეუძლებელია და ცუდი მომენტების ქონა სპორტის ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ იუვენტუსში ყოფნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომლისთვისაც მზად ვართ.“