Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ ლონდონში გამარჯვებას ვეცდებით“

მაქს ალეგრიმ ჩელსისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ ჩვენ ჯგუფის პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და პრემიერ ლიგის ლიდერია, ამიტომ იმის თქმა, რომ წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდება, საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.

„ლუკაკუ ? იქნება თუ არა ბელგიელი ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ჩელსის ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, რომ მისი შეცვლა არ გაუჭირდებათ.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ ამქვს. ჩვენ გვყავს 4 მცველი, მათ შორის ერთ-ერთი დე ვინტერია, ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი. დანილო სამწუხაროდ 2 თვე იუქმებს, დე შილიო ატალანტასთან ან სალერნიტანასთან დაგვიბრუნდება. კიელინი სათამაშოდ მზად არის, ბერნარდესკის კი გარკვეული დრო ჯერ კიდევ დასჭირდება.

„დიბალა ? არ ვიცი, არის თუ არა ის მზად სათამაშოდ, რადგან მას საკმაოდ ბევრი გაუცდა, თუმცა ის და კულუშევსკი განაცხადში იქნებიან.

„არის თუ არა 4-3-3 გამოსავალი ? ეს ყველაფერი ფეხბურთელების მახასიათებლებზეა დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. ჩვენ ძალიან ბევრს შანსს ვქმნით, თუმცა მათ გამოყენებას ვერ ვახერხებთ. 18 გატანილი და 15 გაშვებული გოლი კარგი მაჩვენებელი არ არის.

„როგორ უნდა განვითარდეს რაბიო ? სანამ მას კორონა ვირუსი დაუდასტურდებოდა, რაბიოს პროგრესი სახეზე იყო, თუმცა მას შემდეგ ადრიენს გარკვეული სირთულეები აქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა განვითარებაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს და ეს მხოლოდ რაბიოს არ ეხება.

„ვინ ითამაშებს შეტევაში ? არ ვიცი, შესაძლოა კენმა და მორატამ თითო ტაიმი მიიღონ. მოიზე ლაციოსთან მატჩში კარგად ჩაერთო, თუმცა ალვარომაც კარგი შეხვედრა ჩაატარა.

„გვაკლია თუ არა რონალდუს გოლები ? კრიშტიანუ ყველა გუნდში საუკეთესო გოლეადორი იყო, რადგან ის ყოველთვის პროექტის ცენტრში გახლდათ. ამ სეზონში ჩვენ შედარებით ცოტა გაგვაქვს, მაგრამ ძალიან მალე სხვაობის შემცირებას მოვახერხებთ.

„არის თუ არა ჩელსის წინააღმდეგ თამაში, როდესაც მათ ლუკაკუ არ ჰყავთ ? ჩელსის თამაში ლუკაკუსთან ერთად და მის გარეშე იცვლება. რომელუ დიდებული ფორვარდია, თუმცა მის გარეშე ჩელსი უფრო სწრაფი ხდება და კონტრ-შეტევებზე სახიფათოდ უტევს.“