ალეგრი:“ ჩვენ მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით“
იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ სევილიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ვლაჰოვიჩი სასტარტოში ? დუშანმა ბოლო 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ის ძალიან კარგ ფორმაშია და მე დარწმუნებული ვარ, მას წინ კარგი შეხვედრა ელოდება.
„დი მარია ? ასეთი დონის მატჩებში ინდივიდუალურმა თამაშმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ამიტომ ანხელის მწყობრში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, გუნდი თავდაჯერებულია, კარგი სავარჯიშო სესიები გამართა და შეხვედრისთვის მზად ვართ.“