Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ რთული მატჩი გველოდება, რომელში გამარჯვებაც უმნიშვნელოვანესია…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ბენფიკასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ბენფიკა დიდი გუნდია, შესანიშნავი ისტორიით, რომლის რიგებშიც მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან და რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. გამარჯვების მოსაპოვებლად, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, კომპაქტურად, აგრესიულად და ორგანიზებულად თამაში მოგვიწევს, ჩავარდნების გარეშე.

„ტრავმირებულები ? დი მარიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და თამაშისთვის მზად არის, თუმცა არ ვიცი, იქნება თუ არ აის სასტარტო შემადგენლობაში. შესნიმ ნაწილობრივ ივარჯიშა და მისი ხილვა მოედანზე გამორიცხული არ არის. ალექს სანდროს პრობლემები აქვს და შესაძლოა მონცასთან დაგვიბრუნდეს, ლოკატელი და რაბიო ვერ ითამაშებენ.

„სქემა ? ეს საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, ვინ გავა მოედანზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ბალანსი ვიპოვნოთ. არის მომენტები, როდესაც გოლი ვერ გაგაქვს და ასეთ დროს ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ გოლის გატანა ვერც მეტოქემ მოახერხოს.

„ვლაჰოვიჩი ? მე მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. დუშანი ჯერ ახალგაზრდაა, რომელსაც ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ის, ჰოლანდთან და მბაპესთან ერთად, სამეულში შედის.

„ბრემერი ? ეს დიდებული ტრანსფერი იყო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ხვალ მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი იქნება. მე ბიჭებისგან ველოდები არა ინდივიდუალურ გაბრწყინებას, არამედ გუნდურ თამაშს, სწორედ ეს არის გამარჯვების საწინდარი.

„მსაჯების საკითხი სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ ? მე არბიტრებზე საუბარი არ მიყვარს და ამას არც ახლა ვაპირებ. ეს საკითხი ჩემთვის მატჩის დასრულებისთანავე უმნიშვნელო გახდა.“