Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ ქომაგებს ენთუზიაზმი უნდა დავუბრუნოთ“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მომეწონა თუ არა სალერნიტანასთან გუნდის თამაში ? დიახ, ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს მარტივი არ ყოფილა. წინ კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველოდება, გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავს და სწრაფი შემტევები ჰყავს, ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ყოფნა მოგვიწევს.

„ჩვენ გვსურს, გამარჯვება ხარისხის, ტექნიკური მახასიათებლების და კლასის ხარჯზე მოვიპოვოთ. გუნდმა მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და არ უნდა იჩქაროს, რაც სეზონის სტარტიდან გარკვეულ მომენტებში ჩვენი პრობლემა იყო.

„დღეს იუვენტუსი ვალდებულია, რომ სტადიონზე მოსულ ქომაგებს ენთუზიაზმი დაუბრუნოს, რადგან ისინი ჩვენ ატალანტასთან მატჩში ბოლომდე გვერდით გვედგნენ და ვიცით, რომ ისინი მეტს იმსახურებენ.“