Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ წინ მიკრო-ფინალები გველოდება“

მაქს ალეგრიმ ტურინული დერბის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„დერბი  ყოველთვის ძალიან მნიშნელოვანია და იმის ფონზე, რომ სტადიონებზე ქომაგები დაბრუნდნენ, ეს მატჩი უფრო დიდ დატვირთვას იძენს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოვასწოროთ.

„ტორინო ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ბევრს მოძრაობს და ხშირად პრესინგს მიმართავს. იურიჩი შესანიშNავად მუშაობს, მან გუნდს მებრძოლი სული შესძინა, ამიტომ ხვალ რთული მატჩი გველოდება.

„სასტარტო შემადგენლობა ? შემიძლია გითხრათ, რომ შესნი და კიელინი დაიწყებენ, დანარჩენებზე კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დღევანდელ ვარჯიშზე ვინც უფრო დასვენებული იქნება, მოედანზეც მას ვიხილავთ.

„ვნახეთ თუ არა ჩელსისთან ალეგრის იუვენტუსი ? არა, რადგან ჩვენ ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ჯერჯერობით ჩვენ სრული შემადგენლობით არ გვივარჯიშია და ფეხბურთელების ლაზარეთდან დაბრუნების შემდეგ, სულ სხვა იუვენტუსს იხილავთ.

„ვიხილავთ თუ არა იგივე მონდომებას ხვალ, რაც ჩელსისთან გვქონდა ? იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. ჩვენ ჩელსისთან საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით, გუნდმა უნდა ისწავლოს, რომ ასეთ დონეზე კონცენტრაციის დაკარგვა ერთი წამითაც არ შეიძლება.

„არტური ? მან და კაიომ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეს და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ისინი განაცხადში ვიხილოთ. არტური ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც საერთო დონეს მაღლა სწევს და შეუძლია, რომ მნიშნელოვანი მოთამაშე გახდეს.

„ალექს სანდრო ? ყველა ფეხბურთელის კარიერაში არის წლები, როდესაც შენ ძალიან კარგად თამაშობ და მომენტები, როდესაც პოტენციალს ბოლომდე ვერ აჩვენებ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ალექს სანდრო დიდებული ფეხბურთელია.

„ბერნარდესკი ? მან ჩელსისთან ძალიან კარგად ითამაშა და კიეზას შესანიშნავი ასისტი გაუკეთა. როგორც უკვე ვთქვი, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ერთი მატჩით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უფრო მეტი იმუშაოს. ხვალ ჩვენ მაქსიმალური მოტივაცია გვჭირდება, რომ სანაკრებო პაუზას კარგ ხასიათზე შევხვდეთ.

„ბენტანკური და ლოკატელი ? დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტს ითამაშებენ, ისინი ერთმანეთს უფრო უკეთ გაუგებენ და ძალიან ძლიერ დუეტს შექმნიან.

„ჩვენ ჩელსისთან გამარჯვების გამო მოდუნების უფლება არ გვაქვს. ახლა ჩვენ მიკრო-ფინალები გველოდება, რადგან ახლა თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს. ჩვენ ლიდერებთან სხვაობა უნდა შევამციროთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლაშ ჩავერთოთ.

„გვეყოლება თუ არა შესვენების შემდეგ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ? ამ თემაზე ჯერჯერობით პასუხს ვერ გაგცემთ. მე ვიცი, რომ იტალიელები კვირისთვის მზად იქნებიან, სამხრეთ ამერიკელები კი იტალიაში ხუთშაბათს ან პარასკევს დაბრუნდებიან და არ ვიცი, მოასწრებენ თუ არა ისინი ძალების აღდგენას.“