Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, როდის დაბრუნდება კიეზა ?…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ სამპდორიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენი მეტოქე ხვალ იქნება გუნდი, რომელმაც ატალანტას წინააღმდეგ პირველ ტურში ძალიან კარგად ითამაშა, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა და ძელს 2-ჯერ მოარტყა ბურთი. მარასიზე თამაში მარტივი არასოდეს არის, ამიტომ ჩვენ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გავიდეთ.

„ტრავმები ? ყოველთვის, როდესაც იუვენტუსის ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მედიაში ზედმეტად დიდი ხმაუია. დი მარიას ადუქტორის პრობლემა აქვს და ის 10 დღის განმავლობაში დაბრუნდება. მე პოგბას მენისკის ან მაკკენის მხრის ტრავმების თაობაზე ვერაფერს ვიზავ, ტრავმა სპორტის ნაწილია და უნდა შეგეძლოს, რომ ადაპტირდე.

„პერინს კუნთის პრობლემები აქვს, რომელიც სერიოზული არ არის, მაგრამ ჩვენ საბედნიეროდ გვყავს მატია პერინი, რომელსაც ბოლომდე ვენდობით.

„ბონუჩი ? ხვალ მას გატი ან რუგანი შეცვლის. ლეო თავს კარგად გრძნობს და ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, მაგრამ ჩვენ გარისკვა არ გვინდა და ის ძირითადში არ იქნება.

„კიეზა ? მისი პროგრესი წარმატებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაბრუნდება. მე პრაგმატული და რეალისტური ვარ. ამ მომენტისთვის კიეზას თამაში არ შეუძლია და უნდა ვიმუშაო იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც მზად არიან.

„სერია ა-ს ფავორიტები ? ჯერჯერობით ფავორიტებზე საუბარი ძალიან ადრეა. იტალიაში 8 ძლიერი გუნდია: იუვენტუსი, მილანი, ინტერი, ნაპოლი, ლაციო, რომა, ატალანტა და ფიორენტინა.

„ფურცელზე ფავორიტი მილანია, ინტერი კი საგრძნობლად გაძლიერდა. ჩვენ წინ მნიშვნელოვანი 3 თვე გველოდება, მაგრამ ახლა არა კონკურენტებზე, არამედ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და განვითარება გავაგრძელოთ.“