Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანია. დატოვებს თუ არა გუნდს კულუშევსკი ?…“

მაქს ალეგრიმ მალმოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გაამრთა.

„იქნება თუ არა როტაცია ? ხვალ პერინი, რუგანი, ალექს სანდრო და რაბიო ითამაშებენ. სავარაუდოდ ძირითადში იქნება კენიც, თუმცა მან კვირას გარკვეული დაზიანება მიიღო და ჯერ არ ვიცით, შეუძლია თუ არა მას თამაში. თუ სამედიცინო შტაბი ნებას დართავს, მოიზე სასტარტოში იქნება.

„ხვალ ჩვენი მიზანი ჯგუფური ეტაპის წარმატებულად დასრულება და მთელი კონცენტრაციის სერია ა-ზე გადატანაა.

„კულუშევსკი ? მან სინუსიტის გამო ოპერაცია გაიკეთა, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს, ის გუნდს სერია ა-ს მომდევნო ტურისთვის დაუბრუნდება.

„იქნებიან თუ არა ახალგარდები ? დე ვინტერი და მირეტი განაცხადში არიან. სულეს არ შეუძლია, რადგან ის იუვეს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის.

„არტური ? ის თავს კარგად გრძნობს და არ არის გამორიცხული, რომ მოედანზე ვიხილოთ. მე ვინგერებიდან მხოლოდ ბერნარდესკი დამრჩა, ამიტომ გარკვეული ცვლილებების შეტანა აუცილებლად მოგვიწევს.

„დიბალა ? მას დიდი ხანი გაუცდა, ამიტომ დასვენება არ სჭირდება, პირიქით, ახლა მას თამაში სურს და სავარაუდოდ გარკვეულ წუთებს მიიღებს კიდეც.

„შესაძლოა თუ არა კულუშევსკის იანვარში გუნდიდან წასვლა ? მე ტრანსფერებზე არ ვსაუბრობ.

„არის თუ არა 4-2-3-1 სქემა წარმატების საიდუმლო ? ჩვენ ამ სისტემაში უფრო ორგანიზებულად გამოვიყურებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იუვენტუსი ყოველთვის ამ ტაქტიკით ითამაშებს. მაგალითად ხვალ მე ვინგერებიდან მხოლოდ ბერნარდესკი მყავს, ამიტომ აღნიშნული ტაქტიკით თამაში რთული იქნება.

„რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება ? როდესაც გუნდი იგებს, ის უფრო კარგად ვარჯიშობს, უფრო მშვიდად არის და მომდევნო მატჩისთვის ძალებს უფრო მარტივად იღდგენს. ჩვენ ვარჯიშობთ და ვთამაშობთ იმიტომ, რომ თითოეულ შეხვედრაში გავიმარჯვოთ, რადგან ეს ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია.

„გაგვირთლებს თუ არა საქმეს ხვალ ამინდი ? ხვალ სავარაუდოდ თოვლში მოგვიწევს თამაში და იმედია მატჩის ჩატარების საშუალება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ.

„ფავორიტი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ? ლივერპული, ბაიერნი, სიტი, პსჟ და რეალი ფავორიტები არიან.

„რა სჭირდება იუვენტუსს ? ჩვენ ბევრ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ კიდეც. სერია ა-ში ცუდი სტარტი ავიღეთ, ოთხეული კი შესანიშნავ ტემპს აჩვენებენ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ კონკურენტები პროცესში ქულებს დაკარგავენ.

„შეგვიძლია თუ არა პლეი-ოფის პირველი ტურის დაძლევა ? ჯერ ისიც კი არ ვიცით, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელოვა არ აქვს, რადგან ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმი ვაჩვენოთ.“