Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალესიო:“ ჟირუ მილანისთვის იდეალური ტრანსფერი იქნება“

ჩელსის ყოფილმა ასისტენტმა მწვრთნელმა ანჟელო ალესიომ ოლივიე ჟირუს მილანში ტრანსფერი შეაფასა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვეტერანი ფრანგი ფორვარდი მილანს 1 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება. ჟირუ სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ ორშაბათს გაივლის.

„იმის მიუხედავად, რომ ჟირუ 34 წლის არის, მას მოედანზე სხვაობის შექმნა კიდევშეუძლია. ნუ დაგავიწყდებათ, მან ახლახანს ჩელსის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

„მისი მილანში ტრანსფერი ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ჟირუს თავისი გამოცდილებით შეეძლება როსონერის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეხმაროს და მას გუნდში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება.

„ჟირუ ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალია, რომელიც პრეტენზიებს არასოდეს გამოთქვამს მაშინაც კი, როდესაც მთელი მატჩის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევს. მას გოლების გატანა ძალიან კარგად შეუძლია, ასევე უყვარს გუნდზე თამაში და დაცვაში მუშაობასაც არ იზარებს. წლების განმავლობაში აზარი, პედრო და ვილიანი მისი დახმარებით უამრავ მომენტს ქმნიდნენ.

„არ ვფიქრობ, რომ იბრა და ჟირუ მოედანზე ერტად ითამაშებენ, პიოლის ორი შესანიშნავი სტრატერი ეყოლება და მას როტაციის კარგი საშუალება მიეცემა.“