ალექსის სანჩესი რომას რადარზე
ალექსის სანჩესი შესაძლოა სერია ა – ში დარჩეს,მისი სამსახურით რომა ინტერესდება.
ჩილელი შემტევი ინტერში იჯარის წესით იმყოფება და მილანური გრანდი მის გამოსყიდვას არ აპირებს.15 შეხვედრაში სანჩესმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
მანჩესტერ იუნაიტედს,რომლის მფლობელობაშიც ფეხბურთელი იმყოფება,ალექსისის ადგილს გუნდში ვერ ხედავს და არ არის გამორიცხული,კიდევ ერთხელ გაანათხოვროს ფეხბურთელი.
იტალიურ მედიაში იწერება,რომ რომას სანჩესი იჯარით უნდა,შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.
სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედში არსენალიდან,34 მილიონი ევროს სანაცვლოდ,2018 წელს შეუერთდა.