Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალექს სანდროს კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ეპატიჟება

იუვენტუსი მზად არის,ალექს სანდროს სანაცვლოდ მიღებული წინადადებები განიხილოს და საჭირო ოფერის შემთხვევაში,ბრაზილიელი მარცხენა მცველი გუნდიდან გაუშვას.

მანჩესტერ სიტის შემდეგ,მისი გაფორმების სურვილი ლონდონის ჩელსიმაც გამოთქვა, რომელიც სანდროს ტრანსფერით ჯერ კიდევ ანტონიო კონტეს ყოფნისას ინტერესდებოდა.

აქამდე ჩელსი სანდროს ტრანსფერში ემერსონ პალმიერის ჩართვას გეგმავდა,თუმცა მაურიციო სარის გუნდიდნა წასვლის სემდეგ ჩელსი მზად არის,ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

29 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში იუვენტუსის წამყვანი მოთამაშე გახლდათ.მან ბიანკონერის რიგებში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,თუმცა იუვეს ხელმძღვანელობას ფეხბურთელების გაყიდვიდან 200 მილიონი ევროს გამომუშავება სურთ,რომ ანდრეა პირლოს სასურველი ფეხბურთელები მიუყვანონ.

მარცხენა ფლანგი ჩელსის ერთ-ერთი უსუსტესი პოზიციაა და ლურჯების მთავარი მწვრთნელი ალექს სანდროს იდეალურ შევსებად მიიჩნევს,ამიტომ ბრაზილიელის ლონდონში გადაბარგება სავსებით რეალურია,თუმცა მათ მოქმედება სწრაფ ტემპში მოუწევთ,რადგან მანჩესტერ სიტის ინტერესი ფეხბურთელის მიმართ უფრო და უფრო იზრდება და ქალაქელების ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ,შესაძლოა ისინი კონკრეტულ ქმედებებზე სულ მალე გადავიდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.