Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალექს სანდროს კორონა ვირუსი აქვს

იუვენტუსის მცველ ალექს სანდროს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ბიანკონერის ოფიციალური ვებ-გვერდის თქმით, ფეხბურთელს ვირუსის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები დაუდასტურდა, რის შემდეგაც მას დაუყოვნებლივ ტესტი ჩაუტარდა და სამწუხაროდ ბრაზილიელ ფეხბურთელს ვირუსი აღმოაჩნდა.

სანდრომ გუშინ გამართულ მატჩში უდინეზეს წინააღმდეგ 83 წუთი ითამაშა. შემდეგი შეხვედრა იუვენტუსს 6 იანვარს, მილანის წინააღმდეგ უწევს, თუმცა იქამდე იუვენტუსის ყველა ფეხბურთელს ვირუსზე ტესტის გაკეთება მოუწევს.