Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალექს სანდრო:“ მილანი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ჩვენ იუვე ვართ!“

იუვენტუსის მარცხენა მცველი დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს ტურინული გრანდი კვლავ პირველ ადგილზე იქნება.

10 ტურის შემდეგ, ბიანკონერი სერია ა-ს მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ მილანს 6 ქულით ჩამორჩება.

„მილანი შესანიშნავ ფორმაშია. ისინი ძალიან კარგ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ. ჩვენ ყოველთვის უძლიერესები ვიყავით და სეზონის ბოლოს, პირველი ადგილის დაკავებას ვაპირებთ.

„თუ ჩვენ მომავალი ტურიდან ყველა მატჩის მოგებას მოვახერხებთ, სკუდეტოც ჩვენი იქნება.“

მილანი და იუვენტუსი სერია ა-ში დარჩენილი ბოლო 2 გუნდია, რომელთაც შიდა ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. იუვენტუსი კვირას ჯენოას, მილანი კი პარმას დაუპირისპირდება.