Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალვარესის აგენტი მილანის, ინტერის და ფიორენტინას წარმომადგენლებს შეხვდება

რივერ პლეიტის ტალანტის ხულიან ალვარესის აგენტი, რომელიც ინგლისში იმყოფებოდა და რამდენიმე გუნდთან შეხვედრა გამართა, ამჯერად იტალიაში ჩაფრინდა, სადაც მილანის, ინტერის და ფიორენტინას წარმომადგენლებს ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს.

21 წლის ფორვარდმა 21 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამიტომ მის მიმართ ევროპული გრანდის მხრიდან ინტერესი გასაკვირი არ არის.

ალვარესის კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად 25 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, ამ თანხის გადახდას ჯერჯერობით არც ერთი გუნდი არ აპირებს. ალვარესის სახელს იუვენტუსსაც უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ტურინელები მის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.