Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალონსოს ინტერში თამაში სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა მარკოს ალონსოს დარწმუნება მოახერხა და ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ანტონიო კონტეს გუნდში სურს, თუმცა ჯერჯერობით ჩელსი ფეხბურთელის გაშვებაზე უარს ამბობს.

ჩელსიმ ინტერის პირველი წინადადება ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, უარით გაისტუმრა, თუმცა ინტერი დანებებას არ აპირებს და დალბერტის და ნაინგოლანის გაყიდვის შემდეგ, ნერაძური ჩელსის ახალი წინადადებით მიმართავს.