Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალტობელი:“ ინტერი ჯერჯერობით კარგ თამაშს ვერ აჩვენებს, თუმცა ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება…“

ინტერის ლეგენდარულმა შემტევმა, ალესანდრო ალტობელიმ განაცხადა, რომ ნერაძურის ჯერ თავისი საუკეთესო მხარე არ გამოუვლენია და როდესაც გუნდი ფორმაში შევა, მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება.

„ინტერი შესანიშნავ თამაშს ვერ აჩვენებს და ამას ყველა ვხედავთ, თუმცა ამავდროულად გუნდი ახერხებს, რომ ლიდერ მილანს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

„ჩემი აზრით, გუნდი ფორმას ახალი წლის სტარტზევე დაიბრუნებს და კონტე სკუდეტოს მოპოვებას შეძლებს.“

ალტობელიმ ინტერში 11 სეზონი გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირია. მის ანგარიშზე 465 მატჩში 209 გოლია.