Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალტობელი:“ ლოკატელიმ იუვენტუსის ნახევარდაცვა შეცვალა“

იუვენტუსის და ინტერის ყოფილმა შემტევმა ალესანდრო ალტობელიმ მანუელ ლოკატელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბოლო წლებში იუვენტუსის მთავარი სისუსტე ნახევარდაცვა იყო, მაგრამ მანუელ ლოკატელის მისვლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

„ის როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება და იუვენტუსს საჭირო ბალანსს სძენს.

„ვფიქრობ, რომ არტურის დაბრუნებასთან ერთად, იუვენტუსის ნახევარდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება და ლოკატელი-არტურის დუეტი კარგ სანახაობას გვპირდება.“