Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალტობელი:“ ლუკაკუ იმაზე კარგი ფეხბურთელი გამოდგა, ვიდრე მე ველოდი“

ინტერის ლეგენდარულმა ფორვარდმა ალესანდრო ალტობელიმ ანტონიო კონტეს და ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.

ლუკაკუ ინტერში მანჩესტერიდან 2019 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ 84 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა.

„ლუკაკუ სერია ა-ში საუკეთესო ფორვარდია. მართალია მას რონალდუზე ცოტა გოლი აქვს გატანილი, მაგრამ იმ სამუშაოს მიხედვით, რასაც ის მოედანზე ასრულებს, ბელგიელი ნამდვილად საუკეთესოა.

„რონალდუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ამ მომენტისთვის ლუკაკუს ავირჩევდი, რომელიც ძალიან გუნდურად თამაშობს და ლაუტაროსთან ერთად უძლიერესი შეტევის დუეტი შექმნა.

„სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ის ინტერში მივიდა არ მეგონა, რომ გუნდზე ამდენად ძლიერი გავლენა ექნებოდა, მან მე სასიამოვნოდ გამაკვირვა.

„ინტერი თითოეულ პოზიციაზე ძალიან ძლიერია და ყველაზე სუსტი რგოლის დასახელება რომ მთხოვოთ, ამის თქმა გამიჭირდება.

„სეზონის სტარტზე გუნდს კორონა ვირუსის და ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონტეს ის ფეხბურთელები ჯანმრთელი ჰყავს, რომელიც მას სჭირდება, ყველაფერი კარგად მიდის.

„ინტერში ფინანსური თვალსაზრისით რთული სიტუაციაა, მაგრამ კონტემ მოახერხა, რომ ფეხბურთელების ყურადღება მოედანზე გადაეტანა და გუნდი გაეერთიანებინა.

„ვფიქრობ, რომ ინტერი სკუდეტოს მოპოვებას მოახერხებს.“

გათიშვა