Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალტობელი:“ ლუკაკუ ლევანდოვსკის, ჰაალანდის და მბაპეს დონეზეა“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.

ბელგიელი ფორვარდი ინტერს 2019 წელს მანჩესტერიდან, 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ 88 მატჩში 61 გოლის გატანა მოახერხა.

„სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ ლუკაკუ საშუალო დონის ფეხბურთელი იყო, რომლის სანაცვლოდაც ასეთი თანხის გადახდა ძალიან დიდი შეცდომა გახლდათ, თუმცა მე ვცდებოდი.

„ვფიქრობ, რომ იტალია ფეხბურთის უდიდესი სამყაროა და თუ გსურს, რომ უმაღლეს საფეხურზე ახვიდე, სერია ა-ში უნდა ითამაშო, რადგან აქ გოლის გატანა ყველაზე რთული რამ არის.

„ლუკაკუ ძალიან ბევრს იტანს, თუმცა ამასთან ერთად გუნდზე თამაშს ახერხებს და ის ნამდვილი ლიდერია.

„ჩემი აზრით, ის ლევანდოვსკის, მბაპეს და ჰაალანდის დონეზეა.“

ალტობელიმ ინტერის მაისურით 466 მატჩში 209 გოლი გაიტანა, მოიგო ერთი სკუდეტო და აძურის რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

არის თუ არა ლუკაკუ ისეთივე ძლიერი, როგორიც ალტობელი იყო ?

„კარგი შეკითხვაა, მაგრამ ჩვენ განსხვავებულ ეპოქებზე ვსაუბრობთ. მე ჩემს გენერაციაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი და ანალოგიურის თქმა ლუკაკუზეც შეიძლება.“