Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალტობელი:“ ჟორჟინიომ 11-მეტრიანი აღარ უნდა შეასრულოს“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ შვეიცარიასთან მატჩში ჟორჟინიოს გაცუდებულ პენალტზე ისაუბრა.

„მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ზედიზედ 2 გაცუდებული პენალტის შემდეგ, მესამეს დარტყმაზე ამბიცია აღარ მექონებოდა.

„მან 11-მეტრიანი ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გააფუჭა, შემდეგ შვეიცარიასთან პირველ მატჩში. მეორე შეხვედრაში მე პენალტის შესრულებამდე მისი სახე დავინახე, ჟორჟინიო ფურცელივით თეთრი იყო და ეტყობოდა, რომ თავდაჯერებულოა აკლდა.

„11-მეტრიანის შესრულება იმაზე რთულია, ვიდრე ზოგს ჰგონია. ჩემპიონმა ეს უნდა იგრძნოს, ხოლო თუ ვერ გრძნობს, სათანადო ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მისი შესრულება სხვას დაუთმოს.

„რა მოხდება, თუ ჩრდილეთ ირლანდიის კარში პენალტი დაინიშნება ? მის ადგილას გავიქცეოდი და გასახდელში დავიმალებოდი. არ მგონია, რომ მან დარტყმაზე თანხმობა თქვას, თუ იმ დროისთვის 3 – 0 არ იქნება, ასეთ შემთხვევაში მას წარუმატებელი სერიის დასრულების შანსი ექნება.“