Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალტობელი:“ სიმონე ინძაგი ინტერში თავის დონეს ამტკიცებს“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ სიმონე ინძაგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ინტერიდან ანტონიო კონტეს წასვლის და გუნდში ინძაგის მისვლის შემდეგ, ნერაძურისგან ყველა წარუმატებელ და ჩაგდებულ სეზონს ელოდებოდა, რადგან მარტივი არ არის იმ საქმის გაგრძელება, რაც კონტემ დაიწყო.

„თუმცა როგორც გამოჩნდა, სიმონეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ინტერის დონის გუნდს უხელმძღვანელოს. მას გუნდთან შესაჩვევად გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ სეზონის სტარტიდან მოყოლებული ნერაძური ძალიან კარგად თამაშობს.

„ყველაზე მეტად მე ინძაგის ის თვისება მომწონს, რომ მას თითოეული ფეხბურთელის გამოყენება ძალიან კარგად შეუძლია, რაც დარმიანის და ფედერიკო დიმარკოს შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს.

„ედინ ჯეკოს რაც შეეხება, მან მოახერხა და გუნდს რომელუ ლუკაკუს წასვლა დაავიწყა, ჰაკან ჩალჰანოღლუს ფორმაში შესვლა კი ინტერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“