Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალ-ნასრი კუადრადოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური წყაროების ცნობით, არაბული გუნდი ალ-ნასრი იუვენტუსის კოლუმბიელი ფეხბურთელის ხუან კუადრადოს ტრანსფერით ინტერესდება.

კუადრადოს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა La Stampa-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის წარმომადგენლებს მოცდა არ სურთ და კოლუმბიელის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ჯერჯერობით კუადრადოს გაშვებას არ აპირებს, რადგან მარჯვენა ფალნგზე მისი შემცვლელი არ ჰყავთ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.