Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ალ-ნასრ-ს პაპუ გომესი სურს

საუდის არაბეთის გუნდმა ალ-ნასრმა პაპუ გომესს სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონი ევრო, ატალანტას კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, გუნდმა არჩევანის საშუალება თავად ფეხბურთელს დაუტოვა და ყველაფერი არგენტინელის ხელშია.

გომესი ატალანტაში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს იღებს და რა თქმა უნდა, არაბებმა მას საკმაოდ მიმზიდველი წინადადება შესთავაზეს, თუმცა ბერგამოელები მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაპიტანმა ფულის გამო გუნდი ასეთ მნიშვნელოვან მომენტში დატოვოს…

Leave a Reply

Your email address will not be published.