Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ამბროზინი:“ ზლატანი მილანისთვის ფუნდამენტალურია, ინტერს სერია ა-ს მოგება შეუძლია“

მილანის ყოფილმა მცველმა, მასიმო ამბროზინიმ მოახლოებული დერბის შესახებ ისაუბრა.

„დერბის შედეგებზე წინასწარ ვერავინ ისაუბრებს. ბოლო წლებში არაერთ მატჩში ვიხილეთ, რომ ბოლო წამებზე გატანილი გოლით თამაშის ბედი გადაწყდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სატურნირო ცხრილის მიუხედავად, ინტერი უფრო დაბალანსებულ და ძლიერ გუნდად მიმაჩნია.

„17-ში ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდება, რომლებმაც ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატეს. ორივე მათგანმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ფავორიტის დასახელება სეზონის დაწყებიდან მეოთხე ტურში ძალიან ძნელია.

„მილანისთვის საბედნიეროდ, გუნდს იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა, რომელიც მათთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ზლატანს მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია და იმ პრობლემების ფონზე, რასაც ინტერი ვირუსის გამო შემადგენლობის მხრივ განიცდის, გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა იბრას დაბრუნებით გათანაბრდა კიდეც.

„არიან თუ არა მილანური გუნდები სკუდეტოს მოპოვების კანდიდატები ? ჩემი აზრით, მილანი უფრო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს, ინტერს კი ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იუვენტუსს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.“