Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ ინტერის პროექტი კონტეს გარეშეც გრძელდება“

მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის მასიმო ამბროზინის აზრით, სერია ა-ში ინტერი კვლავ ფავორიტია და კონტეს გარეშეც კი, ნერაძურის დაწყებული პროექტი გრძელდება.

„ინტერს აქვს ამბიციური პროექტი, რომელიც გუნდმა ანტონიო კონტესთან ერთად დაიწყო და პროცესში სკუდეტოს მოგება მოახერხა.

„პანდემიის გამო პროექტი შედარებით შენელდა და გუნდმა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები დაკარგა, როგორებიც კონტე, ჰაკიმი და ლუკაკუა.

„ამის მიუხედავად, ინტერი მიმდინარე სეზონში კვლავ გამოკვეთილი ფავორიტია. იუვენტუსი აუცილებლად დაბრუნდება და იბრძლებს, მაგრამ მათ ალეგრის დაბრუნების შემდეგ ადაპტაციის გავლა მოუწევთ, რადგან მაქსს სულ სხვა შემადგენლობა დახვდა და ასე მალე გადაწყობა მარტივი არ არის.“