Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ იტალიური გუნდებისგან ჩემპიონთა ლიგაზე უკეთეს შედეგებს ველოდები“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური გუნდების ამბიციებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.

„იმედი მაქვს, რომ იტალიური გუნდები მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თავს უკეთესად წარმოაჩენენ.

„ვფიქრობ, რომ მილანს და ინტერს უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ, რომ გასულ წლებთან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენონ.

„გარკვეული ეჭვები მაქვს იუვენტუსთან დაკავშირებით, მათ ფურცელზე შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ, გამოცდილებით და მაღალი კლასით, თუმცა ჯერჯერობით მათი თამაში იდეალურისგან შორს არის.

„ნაპოლის რაც შეეხება, მათ რიგებში ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა პარტენოპეიმ არაერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი დაიმატა და ვნახოთ, რა იქნება მათი მაქსიმუმი ამ სეზონში.

„ფავორიტები ? ვფიქრობ, რომ მანჩესტერ სიტი და ბაიერნი. ასევე არ გამოვრიცხავ პსჟ-ს, რომელმაც გასულ წლებში წარმოუდგენელი თანხები დახარჯა და ისინი ვალდებულები არიან, ეკონომიკური ხარჯები მოედანზე წარმატებით აანაზღაურონ.“