Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ კესი ტოპ ფეხბურთელია, მაგრამ მილანს ულტიმატუმის ენით არავინ არ უნდა ესაუბროს“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ ფრანკ კესიზე და მის კონტრაქტთან შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს იხდის, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე თითქმის 4-ჯერ მეტია.

„კესი უდაოდ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მარკეტმა კი ბოლო პერიოდში დაგვანახა, რომ ტოპ ფეხბურთელები ხშირად გუნდებში კონტრაქტების ამოწურვამდე რჩებიან და შემდეგ უფრო მაღალი ხელფასების ძიებაში არიან.

„არ ვიცი, რა ხელფასის მიღება სურს მას, ეს სხვა ადამიანის პირადულია, რაზე საუბარიც არ მიყვარს, მაგრამ საკითხავი არის ეს, ღირს თუ არა ამბიციური პროექტისთვის გარკვეულ თანხაზე უარის თქმა ? ჩემთვის კი, მაგრამ ყველას განსხვავებული აზრი აქვს.

„კესიმ უნდა გააანალიზოს, რა არის რეალურად მისი სურვილი. თუ ის გუნდში ბედნიერია, ვფიქრობ მილანში უნდა დარჩეს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, როსონერიზე მაღლა არც ერთი ფეხბურთელი არ დგას და საშუალება არავის არ უნდა მიეცეს, რომ ვინმე მილანს ულტიმატუმის ენით ესაუბროს. გუნდმა მას თავისი საუკეთესო წინადადება უნდა შესთავაზოს, როგორც ეს დონარუმას და ჩალჰანოღლუს შემთხვევაში იყო, მაგრამ გარკვეულ ლიმიტს არ უნდა გასცდეს.“