Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ მესიასი ხარისხიანი ფეხბურთელია“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ მილანში ჯუნიორ მესიას ტრანსფერი შეაფასა.

„მესიასი მილანში გუნდის შესაცვლელად არ მისულა, რადგან ის სტეფანო პიოლის ახლანდელ სქემას იდეალურად ერგება.

„მართალია მას უმაღლეს დონეზე არასოდეს უთამაშია, თუმცა ვისაც გასულ წლებში ჯუნიორის თამაში ნანახი აქვს იცის, რომ ის ხარისხიანი და მონდომებული ფეხბურთელია, სწორედ ისეთი, როგორიც მილანის ხასიათში ჯდება და დარწმუნებული ვარ, რომ მესიასი მილანში თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს.“