Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ მილანის ჩემპიონთა ლიგის იმედები იბრაზე გადის“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ მილანის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, მილანის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები იბრაჰიმოვიჩზე გადის, რადგან აშკარაა, რომ მანჯუკიჩი ფორმაში არ არის, ლეაო ფორვარდის პოზიციაზე ნაკლებად პროდუქტიულია, რებიჩი კი გასულ სეზონთან შედარებით ნაკლებად პროდუქტიულია.

„მილანმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში სტაბილურობა დაკარგა და იბრასთან ერთად გუნდი სოლიდურობას და საკუთარ თავში რწმენას დაიბრუნებს. ვფიქრობ, რომ თუ იბრა ტრავმას აღარ მიიღებს და დარჩენილ ტურებში თამაშს მოახერხებს, როსონერი ოთხეულში შევა.“

იბრაჰიმოვიჩმა დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით ბენევენტოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.