Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ მილანი სკუდეტოს მოსაგებად მზად არის“

მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის მასიმო ამბროზინის აზრით, სტეფანო პიოლის შესანიშნავი მუშაობის შედეგად როსონერი სკუდეტოს მოსაპოვებლად მზად არის.

მილანი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და ერთი მატჩის გარდა ყველას მოგება მოახერხა.

„ვფიქრობ, რომ მილანის თითოეულმა ტიფოზმა სტეფანო პიოლის მადლობა უნდა უთხრას იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც მან გუნდში მისვლის შემდეგ გასწია. სტეფანომ გუნდს ხასიათი და მებრძოლი სული დაუბრუნა, რის გარეშეც წარმატებას ვერ მიაღწევ.

„ტექნიკა, ტაქტიკები, მწვრთნელი თითოეულ მატჩში რაღაც ახალს გვთავაზობს. მილანი სხვებზე სრულყოფილი გუნდია და ვფიქრობ, რომ ისინი სკუდეტოს მოსაპოვებლად მზად არიან.“