Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ მილანი ძალიან ძლიერია, დიასისგან მეტ გოლს ველოდები“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ სალერნიტანასთან მატჩზე ისაუბრა.

„მილანი ძალიან ძლიერია, ისინი თითქმის ყველა მატჩში ტრავმების ფონზე თამაშობენ, მაგრამ სტეფანო პიოლის გუნდი თავისი იდენტობის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებს.

„დიასი ? თუ შენ მილანის ათიანი გაცვია, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ხარისხი და კლასი გაქვს. ბრაჰიმი ბევრ საგოლე მომენტს ქმნის და გუნდს ძალიან ეხმარება, მისი პროგრესი სახეზეა, მაგრამ მე დიასისგან უფრო მეტ გოლს ველოდები.“