Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამბროზინი:“ მილანმა მადრიდში სრულაიდ დამსახურებულად გაიმარჯვა“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა.

„მილანმა მადრიდში სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან მილანის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება თითოეული ტიფოზისთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა.

„ახლა მთავარია, რომ ის მუხტი, მოტივაცია და თავგანწირვა, რომელიც გუნდს ატლეტიკოს წინააღმდეგ ეტყობოდა, შევინარჩუნოთ და იმავე შემართებით ლივერპულთან ვითამაშოთ. სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ.

„მილანი ამ დონეზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია თამაშობს და გუნდმა დაიმსახურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩამდე შანსებს ინარჩუნებს. წინ სან სიროზე დიდებული საღამო გველოდება.“