Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ამრაბატის მიმართ ინტერესი ბარსელონამაც გამოთქვა

ესპანური წყაროების ცნობით, ფიორენტინას ნახევარმცველის სოფიან ამრაბატის მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა ევროპულმა გრანდმა ბარსელონამ გამოთქვა.

მაროკოს რიგებში მუნდიალზე ჩატარებული შესანიშნავი ჩემპიონატის შემდეგ, 26 წლის ფეხბურთელმა უამრავი გუნდის ყურადღება მიიბყრო და გამოცემა Sport-ის ცნობით, მათ სიას ბარსელონაც შეუერთდა.

წყაროს ცნობით, ბლაუგრანა ფიორენტინას მაროკოელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე მსუყე წინადადებაა.