Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანგისა:“ სამწუხაროდ რამდენიმე კვირა გამიცდება“

ცოტა ხნის წინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია (იხილეთ აქ), რომლის მიხედვითაც ნაპოლის ოსიმჰენთან ერთად ტრავმის გამო ზამბო ანგისაც გამოაკლდა, თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელმა დაზიაანება ინტერთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და სავარაუდოდ ის მოედანს 2-3 კვირის შემდეგ დაუბრუნდება.

„სამწუხაროდ მომიწევს, რომ რამდენიმე კვირა მოედანს მიღმა გავატარო, თუმცა გპირდებით, რომ მე ძალიან ბევრს ვიმუშავებ და მაქსიმალურად მოკლე დროში დავბრუნდები.

„იქამდე კი ჩემს თანაგუნდელებს მთელი გუნდით ვუქომაგებ, მე თქვენი მწამს! ყოველთვის Forza Napoli!”