Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანგუისა:“ ნაპოლიში ტრანსფერზე ბევრი არ მიფიქრია“

ნაპოლის ახალწვეულმა ანდრე ზამბო ანგუისამ პარტენოპეის რიგებში ტრანსფერზე ისაუბრა.

25 წლის ფეხბურთელი ნაპოლის სეზონის სტარტზე ფულჰემიდან, იჯარის წესით შეუერთდა და სეზონის ბოლოს მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

„მე მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი კარიერისთვის ნაპოლიში გადასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა, რადგან მათი მხრიდან მე ძალიან დიდი ნდობა დავინახე და როდესაც მათი მხრიდან წინადადება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე დავთანხმდი.

„გამომისყიდის თუ არა ნაპოლი ? მე ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ჩემი სურვილი და მოვალეობა გუნდის დახმარებაა და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, დავიმსახურებ თუ არა აქ დარჩენას.

„ნაპოლიში ყოფნის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ დაუღალავი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„ჩვენი ამბიცია მიმდინარე სეზონში ? ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მომდევნო მატჩია, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, თუ რა იქნება ჩვენი მაქსიმუმი.

„წინ ჩვენ ფიორენტინას წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამოცდა გველოდება, მაგრამ ჩვენ მოედანზე აუცილებლად გასამარჯვებლად გავალთ.“