ანდერლეხტი პიაცას იუვენტუსში აბრუნებს

ანდერლეხტი მარკო პიაცას იჯარას აღარ გაახანგრძლივებს და ფეხბურთელი იუვენტუსს უბრუნდება.

25 წლის ხორვატი ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო და იუვენტუსმა ის 2016 წელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა,თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ფეხბურთელის კარიერას დაღი დაასვა.

ის იჯარის წესით შალკეს,ფიორენტინას და ანდერლეხტის შემადგენლობაში თამაშობდა,თუმცა ფორმის აღდგენა ვერც ერთ გუნდში ვერ მოახერხა.ბელგიურ გუნდსი პიაცა მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და გუნდს იჯარის გახანგრძლივება კიდევ ერთ სეზონით შეეძლო,თუმცა ამაზე უარი თქვა.

პიაცამ ბელგიური გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ  4 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.მისი კონტრაქტი იუვენტუსთან 2023 წელს იწურება და ბიანკონერის მისთვის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.