Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანდრეას პერეირა ლაციოს რადარზე

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ლაციომ მანჩესტერთან ანდრეას პერეირას ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

წითელ ეშმაკებში დონი ვან დე ბეეკის მისვლის შემდეგ, 24 წლის ბრაზილიელს ისედაც მცირე სათამაშო დრო კიდევ უფრო შეეზღუდება და ფეხბურთელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის.

პერეირამ გასულ სეზონში მანჩესტერის რიგებში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.