Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანდრეას პერეირა რომში ჩაფრინდა

ანდრეას პერეირა სულ ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ლაციოს შეუერთდება.

ლაციო ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით დაიმატებს და შემდგომში მისი 27 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

აქვე მოგახსენებთ, რომ ლაციო ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში მოხვდა, სადაც არწივების მეტოქეები ზენიტი, ბორუსია დორტმუნდი და ბრიუგე იქნებიან. კენჭისყრის სრული შედეგების სანახავად დააკლიკეთ აქ.