Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანიელი:“ ევროპული ფეხბურთი ერთად უნდა შევცვალოთ“

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ იუვენტუსის, მილანის და ინტერის Super League-ში გაწევრიანების შემდეგ (დეტალურად იხილეთ აქ) ECA-ს პრეზიდენტის პოსტი დატოვა და კომენტარი გააკეთა.

„Super League-ს 12 დამაარსებელ გუნდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიარდ ადამიანზე მეტი გულშემატკივრობს. ამ გუნდებს 99 ევროპული ტიტული აერთიანებთ.

„ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რაც მოგვემს საშუალებას, რომ ევროპული ფეხბურთი შევცვალოთ და გულშემატკივრებს შესანიშნავი სანახაობა ვაჩუქოთ, რაც ამ უდიდეს სპორტს უფრო მეტად განავითარებს.“