Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანიელი:“ ევროპული ფეხბურთი პანდემიის გამო 4 მილიარდ ევროს იზარალებს“

იუვენტუსის პრეზიდენტი და ევროპული კლუბების ასოციაციის დირექტორი, ანდრეა ანიელი აცხადებს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროპული ფეხბურთი პანდემიის გამო 4 მილიარდ ევროს დაკარგავს.

„მომდევნო 2 წლის განმავლობაში კორონა ვირუსის გამო ევროპული ფეხბურთი 4 მილიარდ ევროს იზარალებს და FIFA-ს კვლევის მტკიცებით, ამ თანხის 90 პროცენტი, რამდენიმე მიზეზის გამო, გუნდებზე მოვა.

„ჩვენ ყველა დახურულ სტადიონებზე ვთამაშობთ, რაც არა მხოლოდ ატმოსფეროს აფუჭებს, არამედ შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს გვიკეტავს.

„ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა სატელევიზიო მაუწყებლობით მიღებული თანხებიც, რაც თავის მხრივ სპონსორების უკმაყოფილებას იწვევს და თანხების შემცირებას აქაც უნდა ველოდოთ, რადგან პანდემიამ არა მარტო ფეხბურთს, არამედ ყველა სფეროს დიდი ზიანი მიაყენა.

„ჩემი აზრით, სპონსორებთან იმ პირობების მოთხოვნა, რომელსაც ახლა ვიღებთ, მომავალში გაგვიჭირდება.

„პანდემია შეეხება სატრანსფერო მარკეტსაც, სადაც ფეხბურთელების ღირებულება 20 – 30 პროცენტით შემცირდება.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხბურთში უფრო ნაკლები ფული იტრიალებს, ვიდრე აქამდე და ყველაზე დიდი ზარალი ტოპ დონის გუნდებს მიადგებათ, ზოგი გუნდი კი ზარალის რაოდენობით ზოგ ფედერაციასაც კი გადაასწრებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.