Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანიელი:“ იუვენტუსს უნიკალური DNA აქვს“

იუვენტუსის პრეზიდენტმა Calciomercato-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გადაწერო ისტორია და აჯობო შენს თავს 9 წლის განმავლობაში მარტივი არ არის, თუმცა ეს იმ ხალხის მოთხოვნილება გახდა, ვინც იუვენტუსს გულით ატარებს.

„გასული სეზონის სტარტზე გუნდში მაურიციო სარი მოვიდა, რომელთანაც ყველაფერი იდეალურად არ წავიდა, მაგრამ გუნდმა თავისი უნიკალური DNA გამოავლინა, ბოლომდე იბრძოლა და სკუდეტოს მოპოვება მაინც მოახერხა.

„პანდემიის გამო ძალიან უცნაური სეზონი გვაქვს. ვირუსმა ყველა მხრიდან შემოგვიტია, თუმცა ჩვენ ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ და მათ მომზადებულები შევხვდებით.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რას ნიშნავს იყო იუვენტუსი, იყო ყველაზე ძლიერი…“