Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანიელი:“ მთელი მსოფლიო პირლოს მარცხის მოლოდინშია”

ანდრეა ანიელის აზრით, ყველა იმის მოლოდინშია, რომ ანდრეა პირლომ წარმატებას ვერ მიაღწიოს და შემდეგ იუვენტუსის ხელმძღვანელობა გადადგმული ნაბიჯების გამო გააკრიტიკოს.

„ჩვენს გარშემო ყველას სურს, რომ გუნდმა რამდენიმე თამაში წააგოს და გაგვაკრიტიკოს. ანდრეა პირლოს მოსამზადებლად სეზონის წინ დრო საერთოდ არ ჰქონია და ნუ დაგავიწყდებათ, რომ მან სამწვრთნელო საქმიანობა ახლა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სირთულეები წინ აუცილებლად გველოდება.

„ვერდიქტი იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე ? ეს ყველაფერი ნაპოლის და სპორტის სამართლის და სერია ა-ს წარმომადგენლების სადარდებელია, ჩვენ ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთეთ, დანარჩენზე კი საერთოდ არ ვფიქრობთ.“