Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანიელი:“ პროტოკოლს ყველამ პატივი უნდა ვცეთ“

ნაპოლის მოედანზე არ გამოცხადების შემდეგ, იუვენტუსს ტექტნიკური მოგება, 3 – 0 ჩაეწერა. ამ თემაზე კომენტარი იუვეს პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ გააკეთა.

„არსებობს პროტოკოლი და წესები, რომელსაც ყველა გუნდი უნდა დაემორჩილოს. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდით, რომ ასეთი სიტუაცია შესაძლოა შექმნილიყო.

„იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროტოკოლში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული, ასეთ სიტუაციებზე ზუსტი ინსტრუქციებია და ამას ჩვენ ვერ შევცვლით.

„ჩვენ მთელს გუნდს და სტაფს იზოლაციაში გადავიყვანთ, რომ ვარჯიში და თამაშების გამართვა მოვახერხოთ.

„ვირუსის შემთხვევები ჩვენთანაც იყო, თუმცა სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციაში გადავიყვანეთ.

„მე დე ლაურენტისს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ იუვენტუსი დადგენილ რეგულაციებს მიყვებოდა. მას თამაშის გადადება უნდოდა და შესაძლოა, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო, თუმცა არსებობს წესები, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ.“